თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, 18 მაისს დადასტურებული 6 ახალი შემთხვევიდან 3 ბოლნისის კლასტერს განეკუთვნება, 3 - ზუგდიდში დადასტურებული კონტაქტია.
მისივე განცხადებით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 1 პაციენტი არის მძიმე ინტენსიურ მდგომარეობაში, რომელსაც ჟანგბადი ესაჭიროება.
ერთ პაციენტს აქვს პნევმონია, დანარჩენი პაციენტების ძირითადი რაოდენობა საშუალო სიმძიმისაა.
18 მაისის მდგომარეობით, ახალი კორონავირუსი საქართველოში სულ 701 ადამიანს დაუდასტურდა. გამოჯანმრთელდა - 432. გარდაიცვალა 12 პაციენტი. კლინიკებში რჩება ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 257 ადამიანი.





![ზარქუა გახარიას პარტიის საჩივარზე: დავფიქრდებოდი, ემანდ სხვანაირი [შედეგი] არ დადგეს](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/06/befunky-collage-39.jpg?h=153c28c1&itok=8DxHMFOe)