შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით 1969 წელს დაბადებული ფ.გ. დუშეთში დააკავეს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა კაცმა დას, 1966 წელს დაბადებულ
ბ.გ.-ს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.
ქალზე ძალადობა
შსს: დუშეთში დავაკავეთ კაცი, რომელმაც დას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

www.iranhumanrights.org




