NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
აშშ - საქართველო

აშშ-ის სენატორების წერილი პომპეოს ივანიშვილზე, რუსეთზე და აშშ-ს სტრატეგიულ ინტერესებზე

შაბათი, 16 მაისი, 2020 - 00:38
tbl.ge/4qxy
დაკოპირდა

აშშ-ის სენატორებმა, ტედ კრუზმა, ჯონ კორინმა და კონგრესმენებმა, ჯოდი არინგტონმა და მარკვეინ მულინმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოსა და აშშ-ის სახაზინოს მდივანს, სტივენ მნუჩინს, წერილი მისწერეს, სადაც ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში კარგი მმართველობის გაუარესებაზე, ანაკლიის პორტიდან ამერიკული კომპანიების გაშვებაზე,  ირანელი ბიზნესმენების მიერ საქართველოში აქტივობებით სანქციების თავის არიდებაზე და ბიძინა ივანიშვილსა და რუსეთის მთავრობის შესაძლო კავშირზე:

"ჩვენ გწერთ, რათა შეშფოთება გამოვთქვათ საქართველოში კარგი მმართველობის გაუარესების და პოტენციურად უკანონო ფინანსური საქმიანობის შესახებ. ჩვენ კონკრეტულად და სულ უფრო მეტად შეშფოთებულნი ვართ საქართველოს კავშირით ამერიკისადმი მტრულად განწყობილ მეტოქეებსა და მტრებთან, რაც ჩვენი გეოსტრატეგიული და ბიზნეს ინტერესების ხარჯზე მოდის".

მათი თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საქართველოში უცხოური პირდაპირი ინვესტიციები თითქმის 50%-ით შემცირდა, ხოლო დასავლური ბიზნესებისთვის გადასახადები და ბიუროკრატიული ბარიერები გაიზარდა.

"კარგი მმართველობის ამ პრობლემებმა ამერიკული კომპანიების ფუნქციონირების უნარს და საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობის გაღრმავებას პირდაპირ ძირი გამოუთხარა. ტეხასური კომპანია, Frontera Resources, საქართველოში აშშ-ის უმსხვილესი ინვესტორია ნავთობისა და გაზის სექტორში. ნავთობისა და გაზის აღმოჩენაში მათ 500 მილიონზე მეტი დოლარის ინვესტიცია ჩადეს. ახლახანს Frontera რეგულაციებით და შეზღუდვებით მიზანში ამოიღეს და ახლა საქართველოს ხელისუფლებისგან შესაძლო კონფისკაციის წინაშე დგას. 2019 წელს სხვა ამერიკული კომპანია, Conti Group, კონსორციუმიდან, რომელიც ანაკლიაში საპორტო ობიექტს აშენებს, ანალოგიურად გააგდეს და პროექტი შეჩერდა," - წერენ კონგრესმენები.

მათი განცხადებით, ამ გართულებებსა და დავებს გეოპოლიტიკური იმპლიკაციები აქვს. ისინი წერენ, რომ ფრონტერას სამუშაოები მიზნად ისახავდა საქართველოს სტაბილურობისა და ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევას, ხოლო ანაკლიაში პორტის მშენებლობის პროექტი -  რუსეთის პორტის ინფრასტრუქტურაზე საქართველოს დამოკიდებულების შემსუბუქებას. 

კონგრესმენები წერენ ირანელი ბიზნესმენების მცდელობაზე, საქართველოს ფინანსური ინსტიტუტების მეშვეობით, თავი აარიდონ ამერიკულ სანქციებს:

"მეტიც, ლეგალური ბიზნესის გაგდების შემდეგ მისი ადგილი უკანონო ვაჭრობამ დაიკავა. წლების განმავლობაში ქართული ბიზნესი და საქართველოს ფინანსური სისტემა აშშ-ს ოფიციალური პირების მიერ ცნობილი იყო, როგორც ირანზე ამერიკული სანქციების გვერდის ავლის საშუალებები, რაც სულ მცირე 2013 წელში გვაბრუნებს, როდესაც ჩვენმა ხელისუფლებამ გაიგო, რომ სამმა ირანელმა ბიზნესმენმა კონტროლი დაამყარა თბილისში მცირე საბანკო ინსტიტუტზე და ისინი მას ფულის გადასატანად და დამატებითი საქმიანობისთვის იყენებდნენ, რაც მოიცავდა ფულის გადაცვლას, კომპანიებს შავი ზღვის სანაპიროზე და ასევე ავიაკომპანიას. ქვეყნის დასავლური ორიენტაცია, მის პორტებთან ერთად, ირანელებისთვის იდეალური სამიზნეა. სინამდვილეში, ბოლოდროინდელი ცნობებით, ბათუმის პორტი კვლავ ირანის უკანონო ნავთობის აქტივობების სამიზნეა".

სენატორები ითხოვენ ბრიფინგს შემდეგ საკითხებზე:

"საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა, რომლის სათავეშიც არის პარტია "ქართული ოცნება", ჩართულია ლეგიტიმური ამერიკული ბიზნესების შევიწროვებაში, რომლებმაც საქართველოს ეკონომიკასა და მომავალში ჩადეს ინვესტიცია.

ნებისმიერი ასეთი მოქმედება მოტივირებულია გეოპოლიტიკური მოსაზრებებით, მათ შორის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის კავშირებით რუსეთის მთავრობასთან, რომელზეც ცნობები არსებობს.

საქართველოში შავი ზღვის პორტებთან დაკავშირებული საქმიანობა საფრთხეს უქმნის ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს, მათ შორის:

  - ამერიკული კომპანიების მიზანმიმართული გამორიცხვა პორტების მშენებლობიდან, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს იზოლირებას რუსეთზე დამოკიდებულებისგან.

  - ირანის წინააღმდეგ ამერიკული სანქციების აღსრულების ნაკლოვანებას, განსაკუთრებით კი საპორტო საქმიანობის კონტექსტში".

წერილის ხელმომწერები აღნიშნავენ, რომ საქართველო კავკასიაში სტრატეგიული პარტნიორია და NATO-ს მოკავშირეობას ესწრაფვის. ისინი პომპეოსთან და მნუჩინთან ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ  სამხედრო თვალსაზისით, ქართველებმა ავღანეთში აშშ-ის მისია რესურსებით მოამარაგეს. ასევე აღნიშნავენ, რომ გეოპოლიტიკურად, საქართველო აშშ-ს სთავაზობს კრიტიკულ გზას კასპიის ზღვიდან აღმოსავლეთ ევროპამდე ვაჭრობისა და ენერგორესურსებისთვის:

"აშშ-საქართველოს ძლიერი პარტნიორობა ამერიკული ინტერესებისთვის აუცილებელია, რაც, თავის მხრივ, მოითხოვს, რომ საქართველო დაუბრუნდეს კარგ მმართველობას და წაახალისოს ის. ჩახლართული გეოსტრატეგიული და ბიზნეს ინტერესები ფედერალური მთავრობისგან ფართო პასუხს მოითხოვს და როგორც ყოველთვის, ჩვენ მზად ვართ მოგაწოდოთ რესურსები, რომლებიც ამერიკის ეროვნული ინტერესის დასამტკიცებლად და დასაცავად გჭირდებათ." - წერენ სენატორები.

ივანიშვილირუსეთიპომპეომნუჩინიტედ კრუზიკონგრესისენატიაშშ - საქართველო

ამავე თემაზე

  • ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი, 2020 - 16:57დეგნანი: სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად აშშ საქართველოს აქტიურად ეხმარება
  • ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი, 2020 - 16:27კელი დეგნანი: გაიკეთეთ ნიღაბი, დაიცავით დისტანცია და მიდით არჩევნებზე
  • ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი, 2020 - 16:11დეგნანი: საერთაშორისო სტანდარტებით არჩევნების ჩატარება გადამწყვეტია ნატოს წევრობისთვის
  • შაბათი, 13 ივნისი, 2020 - 14:40აშშ-ის ყოფილი ელჩი კონგრესმენების ანგარიშის შესახებ: არასწორია, რომ ივანიშვილი პუტინის მოკავშირეა
  • შაბათი, 28 მარტი, 2020 - 15:15აშშ საქართველოს Covid-19-თან საბრძოლველად 1.1 მლნ აშშ დოლარს გადასცემს

კომენტარები

ბოლო სიახლეები

N1 ქსელი სამოგზაუროდ - "სელფის" როუმინგის კამპანია (რ)
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 17:14

N1 ქსელი სამოგზაუროდ - "სელფის" როუმინგის კამპანია (რ)

თანამდებობის პირებმა 8 თვეში 24 მილიონი ლარის საჩუქრები მიიღეს – TI
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 16:58

თანამდებობის პირებმა 8 თვეში 24 მილიონი ლარის საჩუქრები მიიღეს – TI

უკრაინის რადამ საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია ოქტომბრის ბოლომდე გაახანგრძლივა
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 16:53

უკრაინის რადამ საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია ოქტომბრის ბოლომდე გაახანგრძლივა

BOG - ქართველი მოჭადრაკეების მხარდამჭერი ფოთის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალზე (რ)
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 15:59

BOG - ქართველი მოჭადრაკეების მხარდამჭერი ფოთის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალზე (რ)

კიევი ევროკავშირის წევრობის გზაზე წინ მიიწევს – EU-მ მოლაპარაკებების მე-6 კლასტერი გახსნა
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 15:29

კიევი ევროკავშირის წევრობის გზაზე წინ მიიწევს – EU-მ მოლაპარაკებების მე-6 კლასტერი გახსნა

ყველაზე კითხვადი

რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
1რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
2ჩრდილოკორეელი მეეზოვეები რუსეთში მუშაობაზე უარს დაბალი ხელფასების გამო ამბობენ
3სოფიო სიგუას გაჟღერებული ინფორმაცია ღირსების შემლახავია, გადაიდგმება ნაბიჯები – ადვოკატი
4Bloomberg: ბოლო 21 წელში რუსეთში ნავთობის გადამუშავების მაჩვენებელი მინიმუმამდე დაეცა
5NYT: ირანის ყოფილი პრეზიდენტი ისრაელთან კავშირების გამოვლენის შემდეგ შინაპატიმრობაშია

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕