8 მარტის შეთანხმება

ევროპარლამენტარი შეწყალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი, გადამწყვეტი ნაბიჯია სწორი მიმართულებით

ვიოლა ფონ კრამონი

"ძალიან გახარებული ვარ. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ნაბიჯი სწორი მიმართულებით", - ამბობს ევროპარლამენტარის და დემოკრატიის მხარდაჭერისა და არჩევნების კოორდინაცის ჯგუფის [DEG] წამყვანი წევრი, ვიოლა ფონ კრამონი TV პირველთან საუბარში პოლიტპატიმრების შეწყალებაზე.

ევროპარლამენტარის განარტებით, ძალიან მნისვნელოვანია მოსალოდნელი ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში, ჯერ კიდევ არჩევნებამდე.

"8 მარტის შემდეგ, ჩვენ გვქონდა მოლოდინი თუ რა სახით და როგორ შესრულდებოდა შეთანხმება, აქედან გამომდინარე, გასულ კვირებში ყველა ვფიქრობდით იმაზე, თუ რა აუცილებელი ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველოს ხელისუფლებამ [...]

ასევე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, ჩვენ ყველამ გავაცნობიერეთ, რომ ძალიან ბევრმა ორგანიზაციამ, არასამთავრობო სექტორმა, ხაზი გაუსვა გარკვეულ ხარვეზებს ქართული მარტლმსაჯულების სიტემაში. ჩვენ არ გვჭირდებოდა პოლიტპატიმრები, საჭიროა დამოუკიდებელი და ფუნქიონირებადი ქართული მარლმსაჯულება, კანონის უზენაესობა. იმედი მაქვს, საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად და ოპოზიციასთან ერთად გაგრძელდება ამაზე აქტიური მუშაობა. [TV პირველის თარგმანი] ", - ამბობს ტვ პირველთან საუბარში ვიოლა ფონ კრამონი.

ცნობისთვის, ვიოლა ფონ კრამონი ის ერთიერთი ევროპარლამენტარია, რომელიც 8 მარტის შეთანხმებაზე ქართული ოცნების წევრების განცხადებებს გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 8 მარტს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის ხელი მოწერა ხელშეკრულებას, რომელიც ორნაწილიანია და ერთი მხრივ, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, მეორე მხრივ კი საარჩევნო სისტემის შეცვლას და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მანდატების 120/30-ზე განაწილებას გულისხმობს.

ქართული ოცნება უარყოფდა, რომ შეთანხმების ერთი ნაწილი პოლიტპატიმრებს ეხება, ოპოზიცია კი აცხადებდა, რომ ბოიკოტს გამოუცხადებდა საკონსტიტუციო ცვლილების ნაწილს, პოლიტპატიმრების არგათავისუფლების შემთხვევაში.

დასავლელი პარტნიორების ზეწოლის, არაერთი კრიტიკული განცხადების და მოწოდების შემდეგ, ქართულმა ოცნებამ გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, დღეს სალომე ზურაბიშვილმა ორი მათგანის შეწყალების შესახებ განაცხადა.

რაც შეეხება გიორგი რურუას, რომლის გათავისუფლებასაც ოპოზიცია ასევე ითხოვს - მის საქმეზე განაჩენი ჯერ არ დამდგარა, თუმცა, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ქართული ოცნების წევრმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მმართველ გუნდს პრეზიდენტთან კომუნიკაცია არ ჰქონია და შეწყალების შესახებ ბრიფინგიდან შეიტყვეს.

კომენტარები