მდინარაძე: ეს არ იყო რელევანტური გადაწყვეტილება, თუმცა ეს პრეზიდენტის გადაწყვეტილებაა

თავად პრეზიდენტმა განმარტა, რომ ის პოლიტპატიმრებს არ იწყალებს და ამ სპეკულაციების დასასრულებლად ახსნა საკუთარი, მისი თქმით, პრაგმატული გადაწყვეტილება.

ოპოზიციის განიარაღებისთვის, რომ ჩიხში არ შეეყვანათ პროცესები, მე ვფიქრობს რომ ამ ფონზე, მით უმეტეს, როდესაც ასეთი სპეკულაციებია, ეს არ იყო რელევანტური გადაწყვეტილება, თუმცა ეს პრეზიდენტის გადაწყვეტილებაა. ჩვენ გვიწევს, რომ ამ გადაწყვეტილებას გაგებით შევხვდეთ.

ამბობს უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე. სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი დღეს, 15 მაისს, შეიწყალა.

კომენტარები