ზალკალიანი: უცხოეთში COVID 19-ით საქართველოს 45 მოქალაქეა ინფიცირებული, გარდაიცვალა 13

საქართველოს მთავრობა

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის, ინფორმაციით, ახალი კორონავირუსით უცხოეთში საქართველოს 45 მოქალაქეა დაინფიცირებული.

მინისტრის განმარტებით, უმეტეს შემთხვევაში, ინფიცირებულ საქართველოს მოქალაქეებს დაავადება ნაკლებად მძიმე ფორმით აქვთ გამოვლენილი.

დავით ზალკალიანის ცნობით, საზღვარგარეთ ვირუსული ინფექციით საქართველოს 13 მოქალაქეა გარდაცვლილი. მისივე თქმით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პროტოკოლის მიხედვით, გამკაცრდა ვირუსით გარდაცვლილთა გადმოსვენების პროცედურები, ამიტომ ეს პროცესი შეფერხდა.

რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიაზე COVID 19-ის გავრცელებას, 8 მაისის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 623 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 288 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 10 - გარდაიცვალა.

საკარანტინო რეჟიმში 4 702 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 459 ადამიანი რჩება.

კომენტარები