ახალი კორონავირუსი საქართველოში

გახარია: 11 მაისიდან თბილისი გაიხსნება, 14 მაისიდან - რუსთავი და გარდაბანი, 18-დან - მარნეული

საქართველოს მთავრობა

11 მაისიდან თბილისში მიმოსვლასთან დაკავშირებით ყველა შეზღუდვა მოიხსნება.

14 მაისიდან გადადგილების შეზღუდვა მოიხსნება რუსთავსა და გარდაბანში, 18 მაისიდან - მარნეულში.

გიორგი გახარიას თქმით, ეპიდემიოლოგიური ვითარება იძლევა საშუალებას, ზოგიერთი შეზღუდვა უფრო მალე მოიხსნას.

"მარნეულში, ეპიდემიოლოგური მდგომარეობიდან გამომდინარე, არის აუცილებლად ჩასატარებელი ტესტების რაოდენობა, სწორედ ამიტომ გვჭირდება დამატებითი დრო", - თქვა მან და მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, სოციალური დისტანციის დაცვა და პირბადის გამოყენება.

მარნეული 23 მარტიდან არის ჩაკეტილი და საკარანტინო ზონად გამოცხადებული.

თბილისსა და რუსთავში მოძრაობა 15 აპრილიდან აიკრძალა.

შეზღუდვის მოხსნა არ ეხება კომენდაანტის საათს და ის ძალაში რჩება. ასევე, ძალაშია საგანგებო მდგომარეობა, 22 მაისის ჩათვლით.

კომენტარები