უსაფრთხო სექსი

Durex-ის ხემძღვანელი: ჩაკეტილობაში ადამიანებს ნაკლები სექსი აქვთ

hercampus.com

პრეზერვატივების მწარმოებელი Durex-ის მფლობელი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე პრეზერვატივების გაყიდვები უმეტესობა ქვეყნებში შემცირებულია.

ლაქსმან ნარასიმჰანის თქმით, გარდა იმისა, რომ გამკაცრებული წესები და სოციალური დისტანცირება ადამიანებს სექსუალურ ურთიერთობას ურთულებს, სქესობრივი აქტები ერთად მცხოვრებ წყვილებშიც შემცირებულია.

"ინტიმური შემთხვევები მცირდება და ეს შფოთვის გამოხატულებაა", - ამბობს Durex-ის უფროსი.

ის განსაკუთრებით გამოყოფს ბრიტანეთსა და იტალიას, სადაც უსაფრთხო სექსის საშუალებებზე მოთხოვნა შემცირდა, განსხვავებით ჩინეთისგან, სადაც მკაცრი ზომების შერბილებასთან ერთად პრეზერვატივებზე მოთხოვნა მზარდია.

კომენტარები