კორონავირუსი საქართველოში

ჩიქოვანი: თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება დამძიმდა, შეზღუდვების ხელახლა დაწესება მოგვიწევს

[შეზღუდვების მოხსნის] გეგმა, რომელიც წარადგინა საქართველოს მთავრობამ, იყო თანმიმდევრული და მას გააჩნდა რამდენიმე ეტაპი, რომელთა შორის გარკვეული პერიოდი გვაქვს დასაცავი, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, შესაძლებელია, ჩვენ მოგვიწიოს ამ გეგმის როგორც დაჩქარებით მიღება, ასევე, არ გამოვრიცხავთ, თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება დამძიმდა ქვეყანაში, ხელახლა მოგვიწიოს შეზღუდვების ამოქმედება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო ჩვენს თანამოქალაქეებს, გაითვალისწინონ ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც არსებობს დღეს ქვეყანაში, მაქსიმალურად გაუფრთხილდნენ საკუთარ თავს და, რა თქმა უნდა, საკუთარ წრეს.

პრემიერის მრჩეველი ირაკლი ჩიქოვანი. დღეიდან, ქვეყანაში მანქანების გადაადგილება, ტაქსის მუშაობა, აგრარული ბაზრები და ონლაინ ვაჭრობა აღდგა.

კომენტარები