მე ძალიან ვფრთხილობ ხოლმე სანამ მყარი მტკიცებულება არ მაქვს, რომ მთავრობას რამე დავაბრალო. უბრალოდ, ეჭვი საფუძვლიანია მანქანების რაოდენობიდან გამომდინარეც და წარსულიდან გამომდინარე, რაც გაგვიგია, რაც ფაქტებით ვიცით. გვახსოვს მაღალი თანამდებობის პირების ახლობლები, ნათესავები, დები, ძმები, ვისაც ჰქონდა "ნარუშილოვკა" ჩვეულებრივ დროს.ამიტომ, რთული წარმოსადგენი არ არის, რომ ახლაც იგივე ხდება.
ამ ყველაფრის ძირი არის მანქანების გადაადგილების აბსურდული შეზღუდვა. ვერავინ აგვიხსნა, როგორ უწყობს ეს ხელს რისკების შემცირებას. ზოგ შემთხვევაში ზრდის კიდეც, მეტ ადამიანს უწევს მეტი ფიზიკური შეხება, ერთი უბნის ფარგლებში, როცა მანქანით ვერ გადაადგილდებიან.
თავის დროზე ეს მოიფიქრეს იმიტომ, რომ არ ჰქონდათ პოლიტიკური ნება ეკლესიის წარმომადგენლებს დაპირისპირებოდნენ ამ საკითხში, როცა იყო დიდი დღესასწაულები. საარჩევნო გათვლა აქვთ, რომ ფანატიკოსების ეს "კლასტერი" არ უნდათ, რომ დაკარგონ, რაც არის დიდი უპრინციპობა და ქვეყნისთვის ზიანის მიყენება, მოქალაქეებისთვის ჯანმრთელობის ზიანის რისკის გაზრდა. ამიტომ მოიფიქრეს ეს აკრძალვა, რომ ნაკლები ადამიანი მისულიყო სააღდგომო ღონისძიებებზე. მართლაც ნაკლები ადამიანი მივიდა, ოღონდ მანქანების აკრძალვის არა, შეგნების გამო.





