აშშ - ბრიტანეთი

ჯონსონი და ტრამპი Covid-19-ზე კოორდინირებული საპასუხო ქმედების მნიშვნელობაზე შეთანხმდნენ

ბორის ჯონსონი და დონალდ ტრამპი
The Atlantic

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და ბრიტანეთის პრემიერი, ბორის ჯონსონი კორონავირუსის პანდემიაზე კოორდინირებულ საერთაშორისო საპასუხო ქმედებაზე შეთანხმდნენ, მათ შორის დიდი შვიდეულის ფორმატით.

ტრამპმა და ჯონსონმა სატელეფონო საუბარში ვაჭრობაც განიხილეს.

"ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ორმხრივი ურთიერთობის გასაგრძელებლად და გასაუმჯობესებლად იმუშავებდნენ, მათ შორის, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე რაც შეიძლება სწრაფად ხელის მოწერით," - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერმინისტრის პრესსპიკერმა. 

ბრიტანეთმა ევროკავშირი 31 დეკემბერს ოფიციალურად დატოვა. ჯონსონის ადმინისტრაციისთვის აშშ-სთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება ერთერთი პრიორიტეტია.

ბრიტანეთის პრემიერი საავადმყოფოდან 12 აპრილს გაწერეს. ბორის ჯონსონს ახალი კორონავირუსი 27 მარტს დაუდასტურდა, 9 აპრილს მას ვირუსის მიმდინარეობა დაუმძიმდა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს. 

16 აპრილს ჯონსონი დიდი შვიდეულის ქვეყნების ვიდეოკონფერენციას ვერ დაესწრო. ის თავს უკეთ გრძნობს, თუმცა დროებით მის საქმიანობას კვლავ ბრიტანეთის საგარეო მდივანი, დომინიკ რააბი, ასრულებს.

კომენტარები