სააკაშვილის ბიბლიოთეკა

სააკაშვილი ბიბლიოთეკაში გაჩენილ ხანძარზე: იმედია, ეს ინციდენტი კარგად იქნება გამოძიებული

Reuters

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მისივე სახელობის ბიბლიოთეკაში გაჩენილ ხანძარს Facebook-ზე ეხმაურება.

"დღეს დილით, როდესაც ქუჩაში პრაქტიკულად არავინ არ იყო და ხალხი დღესასწაულს აღნიშნავს, სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის პირველ სართულზე გაჩნდა ხანძარი და ეს იმ პირობებში, როდესაც დენი ბიბლიოთეკაში გათიშული იყო და სადენები პრინციპში არ უნდა აალებულიყო.

სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა ბოლო ხანებში ძალიან აქტიურია ნიღბების და სადეზინფექციო საშუალებების დარიგების კუთხით, ბევრჯერ მოხვდა ახალ ამბებში და, რა თქმა უნდა, აღიზიანებს ქვეყნის "მფლობელებს". იმედია, ეს ინციდენტი კარგად იქნება გამოძიებული, თუ ახლა არა, ამათი შემოდგომაზე მოშორების შემდეგ, აუცილებლად დავადგენთ, რა მოხდა ზუსტად", - წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი.

საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძარი დღეს გაჩნდა, რომელიც უკვე ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაიწვა 15 კვადრატულ მეტრზე განთავსებული საოფისე ინვენტარი.

კომენტარები