ჩვენი ქვეყანა ეროვნულ-ბეროვნულია. ბეროვნულ-ეროვნული არ არის, ეროვნულ-ბეროვნულია. ამიტომ, კანონები, რომლის მეოხებითაც ქვეყანა იმართება, ყველასთვის ერთი უნდა იყოს. მე ამის მომხრე ვარ, ამას ვიზიარებ და ამის პასუხისმგებლობას ვგრძნობ საკუთარ თავზე.
ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეკლესია უნდა დაიხუროს, გამორიცხულია. ჩვენ ვამბობთ იმ ეკლესიის სახელის გასაფრთხილებლად, რომ იმდენი პროვოკატორია, რომელმაც, შეიძლება, ნებსით თუ უნებლიედ ეკლესიაში მოიტანოს ეს უბედურება და შემდეგ ეკლესიაზე გადატეხოს ეს ჯოხი.





