ალ კაპონეზე გადაღებული ბიოგრაფიული ფილმის "Capone"-ს პირველი თრეილერი გამოქვეყნდა, სადაც ამერიკელი განგსტერის როლს ტომ ჰარდი თამაშობს.
თრეილერი ფილმის რეჟისორმა, ჯოშ ტრენკმა, ოთხშაბათს Twitter-ზე გამოაქვეყნა. ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიოში კინოთეატრები დახურულია, ამიტომ ფილმის შეძენა 12 მაისს, 48 საათით ვირტუალურად იქნება შესაძლებელი.
"47 წლის ალ კაპონეს, 10 წელი ციხეში ყოფნის შემდეგ, დემენცია ეწყება და საკუთარი სასტიკი წარსული მასზე ნადირობას იწყებს", - წერია ფილმის აღწერაში.