თელავში მცხოვრებ მიხეილ ყარაულაშვილს, რომელიც პოლიციამ ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ტიტების გაყიდვის გამო 3 000 ლარით დააჯარიმა, მოქალაქეებმა 10 000 ლარი შეუგროვეს.
Facebook ჯგუფის - "დავეხმაროთ მოხუცებს", წევრი წერს, რომ მამაკაცს შეგროვებულ თანხას ხვალ გადასცემენ.
მოქალაქეებმა მიხეილ ყარაულაშვილისთვის ფულის შეგროვება მას შემდეგ დაიწყეს, რაც ბზობის დღესასწაულზე, ეკლესიის მიმდებარედ, სამართალდამცველებმა მოხუცი 9 ტიტას გაყიდვის გამო, რაშიც მან 6 ლარი აიღო, 3 000 ლარით დააჯარიმეს.
ამის შესახებ ინფორმაცია "რადიო თავისუფლებამ" გაავრცელა. 73 წლის კაცი ამბობდა, რომ ტიტების გაყიდვა წამლის შესაძენი ფულისთვის გადაწყვიტა.





