პოლ უოკერის შვილმა მედოუმ მამის აქამდე უცნობი ვიდეო Instagram-ის გვერდზე გამოაქვეყნა.
ვიდეოში მედოუ მამას დაბადების დღეს ულოცავს. მოულოდნელი მილოცვისგან შეშინებული მსახიობი შვილს ეხუტება და სიცილს იწყებს.
ფორსაჟის ვარსკვლავი, მსახიობი პოლ უოკერი 2013 წელს, ავტოკატასტროფაში დაიღუპა.