ჯენიფერ ენისტონი

ჯენიფერ ენისტონმა კორონავირუსით ინფიცირებული ექთანი გაამხნევა

Prevention

ჯიმი კიმელის საღამოს შოუს ეთერში, მსახიობი ჯენიფერ ენისტონი იუტას შტატში მცხოვრებ კორონავირუსით ინფიცირებულ ექთანს, კიმბოლ ფეირბენქსს დაუკავშირდა.

მსახიობმა ფეირბენქსს თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა,  ჯანმრთელობა უსურვა და კომპანია Postmates-ის 10 000 დოლარის ღირებულების სერთიფიკატი გადასცა. კიმელის განცხადებით სერთიფიკატები ყველა ექთანს გადაეცემა, რომელიც ფეირბენქსის სართულზე მუშაობს.

[video:https://www.youtube.com/watch?time_continue=216&v=FTDkFFwPT-Q&feature=emb_logo]

6 აპრილის მონაცემებით, აშშ-ში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 337,646 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან გამოჯანმრთელდა 17,582, ხოლო გარდაიცვალა 9,648 ადამიანი.

კომენტარები