კორონავირუსი საქართველოში

სოლოღაშვილი: ბოჭორიშვილის კლინიკაში 13 წლის არასრულწლოვანი შემოიყვანეს, მას covid19 აქვს

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის თქმით, კლინიკაში შესული ახალი პაციენტებიდან, ერთი 13 წლის არასრულწლოვანია, რომლის შემთხვევაშიც კორონავირუსით დაინფიცირება ოჯახის წევრისგან შიდა გადაცემას უკავშირდება. 

მისივე თქმით, ბოჭორიშვილის კლინიკაში 10 დადასტურებული დიაგნოზიდან ორი პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე, ერთი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა და კლინიკას დღეს დატოვებს.

"დღეს დილის მდგომარეობით ბოჭორიშვილის კლინიკაში 20 პაციენტი მკურნალობს, აქედან დაემატა 2 ახალი პაციენტი. გამოვლენილი და დადასტურებული სულ არის 11 პაციენტი. 11-დან ერთი პაციენტი უკვე გამოჯანმრთელებულია და ეწერება ამ წუთებში. ორი ახალი პაციენტიდან ერთი 13 წლის ბავშვია და ერთიც - მოზრდილი. არასრულწლოვანი არის მხოლოდ ერთი ახალი, მის შემთხვევაში შიდა გადაცემა ოჯახის წევრისგან მოხდა. დადასტურებული დიაგნოზით 10 პაციენტიდან ორის მდგომარეობა მძიმეა, ერთი მეტნაკლებად საყურადღებოა და დანარჩენი სტაბილურია," - თქვა სოლოღაშვილმა. 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 156 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 28 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები