კორონავირუსი ამერიკაში

გრანდ კანიონის ეროვნული პარკი დაიხურა

TheHill.com

გრანდ კანიონის ეროვნული პარკი ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო დაიხურა.

ამერიკის რიგით მეორე ყველაზე პოპულარულმა ეროვნულმა პარკმა განცხადება ოთხშაბათს გამოაქვეყნა, სადაც განმარტავენ, რომ მათ ადგილის დაუყოვნებლივ დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს.

"ეროვნული პარკი განაგრძობს სახელმწიფოსა და ჯანდაცვის სისტემის მიერ  გაცემული მითითებების შესრულებას სამომავლო გადაწყვეტილებების მიღებისას", - წერია განცხადებაში. 

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ პარკის გახსნამდე მსურველებს ვირტუალურად შეუძლიათ დაათვალიერონ გრანდ კანიონი.

"მრავალი ციფრული საშუალება უკვე შესაძლებლობას გვაძლევს გამოვიკვლიოთ გრანდ კანიონის ეროვნული პარკი: ვებკამერები, ვირტუალური ტურები, გალერეები, აპლიკაციები, ვიდეოები, Flickr, ფეისბუქი, ინსტაგრამი, იუთუბი და ტვიტერი", - წერია განცხადებაში.

გრანდ კანიონის ეროვნული პარკი არიზონას შტატში მდებარეობს. 2019 წელს ეროვნულ პარკს 5,970,000-მდე დამთვალიერებელი ყავდა.

კომენტარები