კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: პიკურ სტადიას შეიძლება აპრილის მეორე ნახევრიდან ველოდოთ

საქართველოს მთავრობა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებით პიკური სტადია საქართველოში შესაძლოა, აპრილის მეორე ნახევარში დაფიქსირდეს.

ტიკარაძე აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე განგაშის საფუძველი არ არის, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სახელმწიფომ ზომები არ უნდა გაამკაცროს.

"ახალი 10 პაციენტიდან ძირითადი კონტაქტები არის დადგენილი და მათი უმეტესობა არის ან უკვე ცნობილი კლასტერებიდან ან საკარანტინო ზონებიდან. ეს გვაძლევს იმის საფუძველს, არ ჩავთვალოთ, რომ არის განგაშის ზარების შემოკვრის დრო ქვეყანაში, მაგრამ ეს არ გვაძლევს საფუძველს, რომ არ გავამკაცროთ ღონისძიებები და არ დავსახოთ ჩვენი შემდგომი სტრატეგია გართულებული შემთხვევების მართვისთვის.

ჩვენ ვთვლით, რომ პიკურ სტადიას შეიძლება ველოდეთ აპრილის მეორე ნახევრიდან იმის მიხედვით, თუ რამდენად ეფექტური იქნება მენეჯმენტი როგორც სახელმწიფოს, ისე მოქალაქეების მხრიდან აღსრულების ნაწილში," - თქვა ტიკარაძემ. 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 130 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 26 ადამიანი გამოჯანმრთელდა. განემორებითი ტესტირება ჩაუტარდათ ახალშობილებსაც - მათი პასუხი კვლავ უარყოფითია და კლინიკას, ექიმის ინფორმაციით, დღეს დატოვებენ.

30 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კარანტინი გამოცხადდა, 21:00 საათიდან 00:06 საათამდე - კომენდანტის საათი. 

21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მანამდე, კარანტინის რეჟიმში ორი მუნიციპალიტეტი, მარნეული და ბოლნისი იყო.

კომენტარები