კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: მსუბუქი მიმდინარეობის კოვიდ-ინფიცირებულები მკურნალობას სახლში გაივლიან

იმედი

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, პაციენტები, რომლებსაც აქვთ კორონავირუსის მსუბუქი მიმდინარეობა, მკურნალობას სახლში, ოჯახის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გაივლიან. 

ტიკარაძის თქმით, სიმპტომების გართულების შემთხვევაში, შესაბამისი აღჭურვილობით და ტრანსპორტით პაციენტი გადაყვანილი იქნება ჰოსპიტალში.

"კომუნიკაციის პირველი დღიდან, ვგულისხმობ იანვარს, როდესაც ზოგადად კოვიდ19 დაფიქსირდა, ჩინელმა ექიმებმა მოგავწოდეს სტატისტიკა, რომ ძირითადი შემთხვევები მიმდინარეობს უსიმპტომოდ ან მსუბუქი სიმპტომით და ეს ყოველივე წარმოადგენს დაავადებულთა 80%-ს. სწორედ ამ ფაქტებზე დაყრდნობით იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ ის პაციენტები, რომლებსაც აქვთ მსუბუქი მიმდინარეობა, ოჯახის ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობას გაივლიან სახლში.

 თუ ადამიანს უფიქსირდება გარკვეული სიმპტომი, ექიმი-სპეციალისტი აძლევს მას რეკომენდაციას, რომ დაყოვნდეს სახლში და ანამნეზის ზუსტი აკრეფის შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება უნდა მოხდეს ამ პაციენტის სტაციონარში გადაყვანა თუ შემდგომი მონიტორინგი ბინაზე. სიმპტომების გართულების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შესაბამისი აღჭურვილობით და ტრანსპორტით პაციენტი გადაყვანილი იქნება ჰოსპიტალში, რაც მოხდება ექიმთან კონსულტაციის და კოორდინაციის შემდეგ,”– თქვა ტიკარაძემ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 130 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 26 ადამიანი გამოჯანმრთელდა. განემორებითი ტესტირება ჩაუტარდათ ახალშობილებსაც - მათი პასუხი კვლავ უარყოფითია და კლინიკას, ექიმის ინფორმაციით, დღეს დატოვებენ.

კომენტარები