მომღერალი და კომპოზიტორი ადამ შლეზინგერი კორონავირუსით 52 წლის ასაკში დაიღუპა

Vanity Fair

ემის მფლობელი და ოსკარზე ნომინირებული მომღერალი და კომპოზიტორი, ადამ შლეზინგერი, ახალი კორონავირუსით 52 წლის ასაკში დაიღუპა.

ადამ შლეზინგერი ხალხისთვის ცნობილი ჯგუფ Fountains of Wayne-დან გახდა, სადაც ის ბასისტი იყო და სიმღერებს წერდა. მათი სიმღერა "Stacy's Mom" 2003 წელს გრემიზე იყო ნომინირებული.

გავრცელებული ინფორმაციით, შლეზინგერი ოთხშაბათს დილით გარდაიცვალა. ის Covid-19-ის ვირუსს ნიუ-იორკის ერთ-ერთ საავადმყოფოში მკურნალობდა, თუმცა მდგომარეობა დაუმძიმდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

ადამ შლეზინგერის გარდაცვალებას გამოეხმაურნენ ცნობილი ადამიანები და მათ შორის ტომ ჰენქსიც.

კომენტარები