მეუფე იოსები

მეუფე იოსები: ფულის ერთეული მალე გაქრება, ციფრულ ფულს ხელში და შუბლში ჩაგიდებენ

ეს ვირუსი აშკარად ვიღაცის შექმნილია, ეს არ არის რაღაც ბუნებრივი წარმონაქმნი. მე ვფიქრობ რომ ეს ვირუსი იმიტომ გაუშვეს, რომ ფულის ერთეული გაქრეს დედამიწაზე და ეს ძალიან მალე მოხდება. ჩვენ ამაზე ადრეც ვსაუბრობდით, ეს ჩემი სიტყვები არაა, წინასწარმეტყველებაა. ხვალ და ზეგ ფულის ერთეული გაქრება. საერთოდ აღარ იქნება. მერე ეს ციფრული ფულიც კი "კარტოჩკაზე" იქნება ჯერ დასაწყისში, მაგრამ ამ ციფრულ ფულს მერე ხელში და შუბლში ჩაგიდებენ. როგორ იქნება ეს, მე ზოგადად ამას ვერ გეტყვით, მაგრამ რაღაც პატარა მობილურივით იქნება, იმიტომ რომ "კარტოჩკაზე" შეიძლება ეს ფული მოგპარონ ჰაკერებმა. აქაც უკვე წავა სერიოზული ჰაკერული პანდემია, არ ვიცი რა დავარქვა ამას და იტყვიან რომ ციფრული ფული გადავიტანოთ ხელში და შუბლში, იმიტომ რომ ვერავინ მოგპაროს. 

შემოქმედელი მიტროპოლიტი მეუფე იოსები საკვირაო ქადაგებისას

კომენტარები