2020 წელს გარდაცვლილები

ამერიკელი მსახიობი მარკ ბლუმი კორონავირუსით გარდაიცვალა

Entertainment Weekly

ნიუ-იორკის ჰოსპიტალში, 69 წლის ასაკში ამერიკელი კინოსა და თეატრის მსახიობი მარკ ბლუმი გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზად ახალი კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებები სახელდება.

ბლუმის კარიერა 80-იან წლებში დაიწყო. მან მეორეხარისხოვანი როლები შეასრულა ფილმებში Lovesick, Desperately Seeking Susan, Crocodile Dundee. აქტიურად მონაწილეობდა ბროდვეის სპექტაკლებში. იყო კინომსახიობთა გილდიის წევრი. უკანასკნელი დასამახსოვრებელი როლი სერიალში You ჰქონდა.

27 მარტის მონაცემებით, აშშ-ის ტერიტორიაზე კორონავირუსით ინფიცირების 86,043 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან გამოჯანმრთელდა 1,868 და გარდაიცვალა 1,304 ადამიანი. 

კომენტარები