სწრაფი ტესტები

ტიკარაძე: ოთხ კომპანიას დაერთო ნება, შემოიტანონ სწრაფი ტესტები

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ პრესკონფერენციაზე კორონავირუსის სწრაფი ტესტების შემოტანასთან დაკავშირებით ისაუბრა.

ტიკარაძის თქმით, ტესტების ხარისხი მკაცრად მოწმდება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და რეგულირების სააგენტოს მიერ:

"ჩვენ არაერთხელ განვმარტეთ, რომ არ გვაქვს შეცდომის დაშვების უფლება და ჩვენ ვართ ძალიან მკაცრები იმ კუთხით, რომ ვაკონტროლებთ ტესტის ხარისხს. ამ საკითხთან დაკავშირებით, ინტენსიურად მუშაობს როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ასევე რეგულირების სააგენტო ერთობლივად."

როგორც ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, სახელმწიფო სტრუქტურებმა რვა მსურველი კომპანიიდან ოთხს დართეს ნება, შემოიტანონ სწრაფი ტესტები:

"დღეის მდგომარეობით რვა კომპანიას ჰქონდა შემოტანილი დოკუმენტაცია ტესტების შემოტანაზე რეგულირების სააგენტოში და რეგულირების სააგენტომ, თავის მხრივ, დაავადებათა კონტროლის ცენტრთან გავლილი კომუნიკაციის საფუძველზე, ოთხ ასეთ კომპანიას დართო ნება, რომ შემოეტანა საქართველოში სწრაფი ტესტებიც და PCR ტესტებიც."

კომენტარები