პომპეო: G7-ის ქვეყნებმა ვუხანის ვირუსზე ჩინეთის დეზინფორმაციის კამპანია განვიხილეთ

მაიკ პომპეო
REUTERS

25 მარტს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაოკ პომპეომ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დიდი შვიდეულის ქვეყნებმა ვიდეო კონფერენციაზე ვუხანის ვირუსზე, კორონავირუსზე ჩინეთის საერთაშორისო დეზინფორმაციის კამპანია განიხილეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ჩინეთი ინფორმაციის დამალვაში ან მისი გაზიარების გაჭიანურებაში:

"ჩინეთი ჩართული იყო და კვლავ ჩართულია დეზინფორმაციის კამპანიაში. თქვენ ამას ხედავთ. თქვენ ამას უყურებთ სოციალურ მედიაში, ამას ისმენთ ჩინეთის კომუნისტური პარტიის მაღალი რანგის პირებისგან".

პომპეომ კიდევ ერთხელ დაგმო ჩინეთის მაღალჩინოსნების "არანორმალური საუბარი", რომ თითქოს ვირუსი ჩინეთში ამერიკელმა ჯარისკაცებმა ჩაიტანეს. პომპეომ აღნიშნა, რომ ჩინეთს მსოფლიოს ქვეყნებში პროდუქციის მცირე გაყიდვებით კრიზისში გმირად სურდა თავის წარმოჩენა. 

მისი თქმით, დიდი შვიდეული ქვეყნები, რომელიც დილის შეხვედრაში იღებდნენ მონაწილეობას კარგად აცნობიერებდნენ, თუ რა დეზინფორმაციის კამპანიაში იყი ჩინეთის კომუნისტური პარტია ჩართული.

როგორც მაიკ პომპეომ აღნიშნა, მსოფლიოს პეკინისგან კორონავირუსზე სწორი ინფორმაცია სჭირდებოდა - ვუხანის ვირუსთან საბრძოლველად ყველასგან სრული გამჭვირვალობა იყო საჭირო, მათ შორის, ჩინეთის კომუნისტური პარტიისგან.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ ახლა კრიზისის გადაჭრის დრო იყო.

პომპეომ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა აშშ-ს მზაობა, ემუშავა ყველა ქვეყანასთან, მათ შორის ჩინეთთან, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის ჯანმრთელობა შეენარჩუნებინათ, სიცოცხლე გადაერჩინათ და შემდეგ აღედგინათ ეკონომიკები.

შეგახსენებთ, რომ 20 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კემპ დევიდში ივნისში დაგეგმილი დიდი შვიდეულის სამიტი გადადო. სანაცვლოდ, ლიდერებმა ვიდეო კონფერენცია გამართეს.

25 მარტს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტია მსოფლიოს ინფორმაციას კვლავ უმალავდა, რაც შემდგომი შემთხვევების თავიდან არიდებაში სჭირდებოდათ.

ჩინეთი ირწმუნება, რომ აშშ-ს კორონავირუსზე ინფორმაციას 3 იანვრიდან უზიარებს, რაზეც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მორგან ორტაგუსმა განაცხადა - "3 იანვრამდე ჩინელი მაღალჩინოსნების ბრძანებით ახალი კორონავირუსის ნიმუშები განადგურდა, ვუხანელი ექიმები გააჩუმეს და ონლაინსივრცეში საზოგადოების შეშფოთება ცენზურით ჩაახშეს".

17 მარტს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გააკრიტიკა, რადგან მან ახალ კორონავირუსს "ჩინური ვირუსი" უწოდა.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა თავად გაავრცელა შეთქმულების თეორია, რომ ვირუსი ჩინეთის ვუხანის რეგიონში, სადაც ის პირველად 2019 წლის ბოლოს დაფიქსირდა, აშშ-ის არმიამ შეიტანა.

პეკინი პრეტენზიას გამოთქვამს, როდესაც ახალ კორონავირუს, რომელიც თავდაპირველად 2019 წლის ბოლოს სწორედ ჩინეთში, ხუპეის პროვინციის დედაქლაქში ვუხანში გავრცელდა, ჩინეთის ვირუსს ან ვუხანის ვირუსს უწოდებენ.

აღსანიშნავია, რომ აშშ ახალ კორონავირუსზე დეზინფორმაციიის გავრცელებაში რუსეთს და ირანსაც ადანაშაულებს.

ამჟამად აშშ-ში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების 68 489 შემთხვევა გამოვლინდა, დაღუპულია 1 032 პირი, გამოჯანმრთელებულია 394.

მსოფლიოში კორონავირუსი 472 337 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 21 304, გამოჯანმრთელებულია 114 718.

კომენტარები