კორონავირუსი საქართველოში

გახარია მარნეულის შემთხვევაზე: შიდა გადაცემა სარიტუალო ღონისძიებისას მოხდა

მთავრობის PR

"დღეს გვქონდა საკმაოდ რთულიშემთხვევა [ვორუსით ინფიცირების]. ეს გახლავთ მარნეულის შემთხვევა, სადაც გვყავს ინფიცირებული ქალბატონი, რომლის ინფიცირების წყაროს დადგენაც ვერ მოხერხდა. ეს ის შემთხვევაა, რომელზეც რამდენიმე დღეა ვსაუბრობთ და რისთვისაც ვემზადებოდით, რომ ქვეყანაში დაიწყებოდა შიდა გადაცემის ეტაპი", - თქვა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, საგანგებოდ შეკრებილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

პრემიერმინისტრი ამბობს, რომ ეპიდემიოლოგების პროგნოზით შიდა გადაცემა სარიტუალო ღონისძიების დროს მიხდა, რომელსაც რამდენიმე ათეული ადამიანი ესწრებოდა.

"შესაბამისად, ყველას უნდა გვესმოდეს ის, რომ ჩვენმა ეპიდემიოლოგება დაადგინეს 90 საკონტაქტო პირი, ჯერ ეს არაფერს არ ნიშნავს და სიტუაცია არის საკმაოდ რთული. ეს გახლავთ ის ძირთადი გამოწვევა, რომელსაც ჩვენ ყოველთვის ვეძახდით გავრცელების შიდა ეტაპზე გადასვლას და რომლისთვისაც ვცდილობდით მაქსიმალურად ვყოფილიყავით მომზადებული და რომლისთვისაც ჩვენ მაქსიმალურად ვართ მომზადებული. თუმცა, ყველა ამ მომზადების მიუხედავად სიტუაცია საკმაოდ რთულია", - ამბობს გიორგი გახარია.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მარნეულის და ბოლნისის რაიონები მკაცრ საკარანტინო რეჯიმზე გადადის.

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ცნობით, მუციპალიტეტების ტერიტორიის შიგნით იზღუდება გადაადგილება.

მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე გადაადგილება მხოლოდ საკვები პროდუქტების ან მედიკამენტების შესაძენადაა დაშვებული.

ცნობისთვის, დღეს, 22 მარტს, დადასრუტებული კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან ერთერთი სწორედ მარნეულში დადასტურდა.

ქალი, რომელსაც მარნეულში ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა და რომლის მდომარეობაც კრიტიკულია, "ჯეო ჰოსპიტალში" იყო მოთავსებული. კლინიკის ტერიტორიაზე, 24 საათის განმავლობაში საველე ჰოსპიტალი მოეწყობა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 54-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 3 ადამიანი. 

კომენტარები