პაატა იმნაძე

იმნაძე: მეჩვენება, რომ მორწმუნეების დევნის კამპანია იწყება ქვეყანაში

მორწმუნეების დევნის კამპანია ხომ არ იწყება ქვეყანაში. ჯერ იყო ჩინელებზე და კიდევ კარგი მედიას სწორი პოზიცია ეკავა, იცავდა ჩინელებს უსაფუძვლო დევნისგან. ახლა მეჩვენება, რომ მორწმუნეების დევნის კამპანიაა. ურწმუნო მორწმუნეს ვერასოდეს ვერ გაუგებს. სხვადასხვანაირად უყურებენ ისინი ცხოვრებას.

კომუნისტების დროს იყო მებრძოლ-ღვთისმგმობავთა კავშირი და იმ მეთოდებით არ შეიძლება ეკლესიასთან ბრძოლა.

საავადმყოფო ავიღოთ მაგალითად, სადაც მოთავსებულია ათი პაციენტი. ავკრძალოთ 10 პაციენტის დაწოლა ერთ პალატაში? ამას სხვანაირად უნდა მივუდგეთ.

თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ტელეკომპანია პირველის ეთერში.

კომენტარები