კენი როჯერსი

81 წლის ასაკში მომღერალი კენი როჯერსი გარდაიცვალა

Variety

81 წლის ამერიკელი მომღერალი, კომპოზიტორი, პროდიუსერი და მსახიობი კენი როჯერსი გარდაიცვალა. ინფორმაცია მისმა ოჯახმა Twitter-ზე გამოაქვეყნა:

"22:25 საათზე, 81 წლის კენი როჯერსი ბუნებრივი მიზეზებით გარდაიცვალა. უკანასკნელი დღეები როჯერსმა სახლში, მეგობრებისა და ოჯახის გარემოცვაში გაატარა"

მუსიკოსის კარიერა 50-იან წლებში დაიწყო. ორმოცდაათი წლის განმავლობაში როჯერსმა 27 ალბომი გამოსცა და 21 ფილმში ითამაშა.

როჯერსი სამი გრემის მფლობელია. 2013 წელს იგი ქანთრი მუსიკის დიდების დარბაზის წევრი გახდა. იყო საქველმქმედო პროექტის USA To Africa ერთ-ერთი მონაწილე.

კომენტარები