"კონსტიტუციური ჩანაწერის მიხედვით, საგანგებო მდგომარეობის დროს კონსტიტუციური განხილვები ჩერდება.," - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი კახიანი საუბრობს. კახიანი ამბობს, რომ საყოველთაო განხილვებიც განსხვავებულ პირობებში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში განხილვაც მთლიანად შეჩერდება.
"ჩვენ ვართ საყოველთაო სახალხო განხილვის ეტაპზე, ამიტომ, საგანგებო მდგომარეობა თუ გამოცხადდება, შეჩერდება და მას შემდეგ გაგრძელდება, რაც საგანგებო მდგომარეობა აღარ იქნება," - ამბობს კახიანი. კახიანის ამ კომენტარს პირველი არხი ავრცელებს.
8 მარტს ხელისუფლება და ოპოზიცია დიპლომატიურ კორპუსთან ერთად საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე შეთანხმდნენ. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 130/20 პრინციპით ჩატარდება. 130 დეპუტატს პროპორციული წესითა აირჩევენ და 20-ს მაჟორიტარულით.
კანონპროექტი უკვე ინიცირებულია პარლამენტში და საკონსტიტუციო განხილვა უნდა დაიწყოს. ცვლილებას 113 დეპუტატის მხარდაჭერა ჭირდება.





