კორონავირუსი

იშხნელი: 3 ახალი ინფიცირებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, აქვთ მინიმალური კონტაქტები

ტელეკომპანია პირველი

ბოჭორიშვილიშვილის კლინიკის დირექტორის, კახა იშხნელის ინფორმაციით, 3 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელთაც კორონავირუსი დღეს დაუდასტურდათ, დამაკმაყოფილებელია.  

იშხნელის ინფორმაციით, ინფიცირებულებს ტემპერატურის მატება აღენიშნებოდათ. მისივე თქმით, საზღვარგარეთ მოგზაურობის შემდეგ სამივე პირი თვითიზოლაციაში იყო.

"საბედნიეროდ, მათ მაღალი მოქალაქეობრივი თითშეგნება გამოავლინეს. თავისივე ინიციატივით გავიდნენ თვითიზოლაციაში. ვიცით საიდან არის წყარო და ვიცით კონტაქტების შესახებ. მინიმალური კონტაქტები არსებობს. ადამიანები საბედნიეროდ კარგად არიან და ჩვენც მზად ვართ გავაგრძელოთ მკურნალობა", - თქვა იშხნელმა. 

საქართველოში კორონავირუსი დღეს 3 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, დაინფიცირდა 43 პირი. მათგან ერთი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები