კორონავირუსი

აშშ-ში სოციალური დისტანციის დაცვისთვის, დაკრძალვების ონლაინ ჩატარებისკენ მოუწოდებენ

BBC

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა ქვეყნის დაკრძალვების დირექტორთა ეროვნულ ასოციაციას და დამკრძალავ ბიუროებს მოუწოდა, რომ კორონავირუსის გამო დაკრძალვებზე დამსწრეთა რაოდენობა ძალიან ცოტა პირამდე დაყვანათ და სხვა დანარჩენი მსურველისთვის დაკრძალვის ონლაინ გაშუქება უნდა შეეთავაზებინათ.

ამის მთავარი მიზეზი იყო ის, რომ ადამიანებს სოციალური დისტანცია დაეცვათ.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეპიდემიოლოგისტმა დევიდ ბერენდენსმა ასოციაციას და ბიუროებს მოუწოდა, რომ დაკრძალვის ღონისძიების დაგეგმვისას, შეძლებისდაგვარად შეეზღუდათ დამსწრეთა რაოდენობა, გამოეყენებინათ ონლაინ გაშუქება და უკეთესი იქნებოდა თუ ადგილზე მხოლოდ ოჯახის წევრები იქნებოდნენ.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეკრებებში 10 კაცზე მეტს მონაწილობა არ უნდა მიეღო.

ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ამ გაფრთხილებამდე ქვეყნის არაერთ დამკრძალავ ბიუროებს უკვე დაწყებული ჰქონდათ დაკრძალვის ონლაინ გაშუქების მომსახურების შეთავაზება.

ახალი კორორნავირუსის შემთხვევა უკვე აშშ-ის ყველა შტატში დადასტურდა.

ამჟამად აშშ-ში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების 9 464 შემთხვევა გამოვლინდა, დაღუპულია 155 პირი, გამოჯანმრთელებულია 108.

მსოფლიოში კორონავირუსი 225 254 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 9 276, გამოჯანმრთელებულია 85 831.

კომენტარები