კორონავირუსი საქართველოში

ჩიქოვანი: ყველა სამინისტრომ უნდა წარმოადგინოს ის შეზღუდვები, რაც შესაძლებელია ამოქმედდეს

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ კიდევ უფრო გამკაცრდება ზომები და შეზღუდვები ქვეყანაში. თითოეულ სამინისტროს საკუთარი გამგებლობის სფეროს მიხედვით და თითოეულ სახელმწიფო უწყებას მიეცა ინსტრუქცია დღის ბოლომდე წარმოადგინონ ყველა იმ შეზღუდვის შესახებ, რომელიც შესაძლებელია ამოქმედდეს უახლოეს პერიოდში. თუმცა, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ საგანგებო მდგომარეობაზე, ეს არ არის საგანგებო მდგომარეობის ფაზა.  ეს არის შეზღუდვების გამკაცრება, რომელიც კიდევ ერთხელ მიმართულია პრევენციულ ღონისძიებებზე. 

ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა დღევანდელი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

კომენტარები