ტომ ჰენქსი და რიტა უილსონი

ტომ ჰენქსი და რიტა უილსონი საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ თავს კარგად გრძნობენ

მას შემდეგ, რაც ტომ ჰენქსსა და რიტა უილსონს ავსტრალიაში ახალი კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს, ისინი ჰოსპიტალში დაახლოებით ერთ კვირას რჩებოდნენ, ახლა კი სახლში - თვითიზოლაციაში არიან. ტომ ჰენქსი საკუთარი და ცოლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სიახლეებს სოციალური ქსელების დახმარებით აზიარებს. 

ამჯერად, მსახიობმა დაწერა, რომ ორივე - ისიც და რიტა უილსონიც, თავს საკმაოდ კარგად გრძნობენ. 

"სალამი, მეგობრებო. კარგი ამბავი მაქვს: ახალი კორონავირუსის დიაგნოზის დასმის შემდეგ უკვე ერთ კვირაში სიმპტომები კვლავ ძველებური გვაქვს. სიცხემ არ აგვიწია, ცოტათი დაღლილობას ვგრძნობთ. თვითიზოლაციაში თეთრეულს ვალაგებ, ჭურჭელს ვრეცხავ და მერე ტახტზე მეძინება. ცუდი ამბავი: ჩემმა ცოლმა რიტა უილსონმა ბანქოში ექვსი ხელი მომიგო. 201 ქულით გამასწრო. სახლში დავბოდიალობ ჩემი საბეჭდი მანქანით, რომელიც ადრე ძალიან მიყვარდა. ამ ყველაფერში ჩვენ ერთად ვართ, ამიტომ მიდით, დროა მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდეს. ჰენქსი" 

კომენტარები