აშშ-ში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების 155 შემთხვევა დადასტურდა

Avshalom Sassoni/Flash90

აშშ-ში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების 155 შემთხვევა დადასტურდა. გამოვლინდა ინფიცირების 205 ახალი შემთხვევა, სულ კი ვირუსით 9,464 ადამიანი დაინფიცირდა.

რაც შეეხება მსოფლიოს, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 200 ათასს გადააჭარბა, გამოჯანმრთელდა 85,749, ხოლო გარდაიცვალა 8,970 პირი.

19 მარტის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული 40 შემთხვევა აღირიცხა. კარანტინის რეჟიმში 1344 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 216.

კომენტარები