ვანესა პარადი

ვანესა პარადიმ ჯონი დეპი დაიცვა: ერთად ორი ბავშვი გავზარდეთ და მოძალადე არასდროს ყოფილა

Paris Match

ფრანგი მოდელი, მსახიობი და მომღერალი - ვანესა პარადი ყოფილი ქმრის, ჯონი დეპის მიმართ ამბერ ჰერდის ბრალდებებს გამოეხმაურა. 

"ჯონის 25 წელიწადზე მეტ ხანს ვიცნობ. ერთად 14 წელი  ვიყავით და ორი ბავშვი გავზარდეთ. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჯონი მზრუნველი მამა იყო, ხოლო მოძალადე არასდროს ყოფილა. ეს ბრალდება სიმართლე არ უნდა იყოს, რადგან ჯონი, რომელსაც ვიცნობ,  ასეთი არაა. ჩემი მრავალწლიანი გამოცდილებით შემიძლია ვიხელმძღვანელო და ვთქვა, რომ არასდროს მოუყენებია ჩემთვის შეურაცხყოფა. არასდროს უძალადია."

ამბერ ჰერდმა ჯონი დეპი 2016 წელს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ  ძალადობაში დაადანაშაულა, რის შემდეგაც ქმარმა შვიდი მილიონი დოლარი გადაუხადა.2018 წელს, გამოცემაში Washington Post ჰერდმა სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ოჯახში ძალადობაზე ისაუბრა. დეპმა სასამართლოში  ცილისწამებისთვის უჩივლა, ამის შემდეგ კი იმის დასამტკიცებლად, რომ ამბერ ჰერდმა ქმარზე  ფიზიკურად პირველმა იძალადა, უკანასკნელი კი თავს იცავდა, გამოაქვეყნა ფოტოები, რომელშიც დალურჯებული სახე და სხვა დაზიანებები აქვს. სასამართლო პროცესი 2020 წლის აგვისტოში გაიმართება. 

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ჯონი დეპი ვაინონა რაიდერმაც დაიცვა

კომენტარები