რა ზარალს ნახავს ჰოლივუდი კორონავირუსის გამო?

Cult Critic

გამომცემლობამ The Hollywood Reporter გამოთვალა თუ რა მატერიალური ზარალი შეიძლება ნახონ კინოსტუდიებმა ახალი კორონავირუსის გამო. 

ამ ეტაპზე ჰოლივუდის მესვეურებმა უკვე 7 მილიარდი დოლარი დაკარგეს. ეპიდემიის ტემპების გათვალისწინებით მაისისთვის ზარალი 20 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება. 

ახალი კორონავირუსის ეპიდემიის გამო არაერთი მაღალბიუჯეტიანი ფილმის(No Time To Die, Quiet Place, Black Widow) პრემიერა გადაიდო. რაც შეეხება გადაღებებს, გაურკვეველი დროით გაიყინა ისეთ მსხვილi პროექტები, როგორებიც არის Shang-Chi, The Little Mermaid, Avatar, Batman. თითოეული დღე სტუდიებს საშუალოდ 300-350 ათასი დოლარი უჯდება.

აშშ-ში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით 6,524 ადამიანი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა 116. გარდაიცვალა 106 ადამიანი.

კომენტარები