17 მარტს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელი სამუშაოების ჩატარებას ასახელებს.
საბურთალოს რაიონი
11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პოლიტკოვსკაიას ქუჩის მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო დასახლების და ქიზიყის ქუჩის მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება"- აცხადებენ თელასში.