კორონავირუსი საქართველოში

წულუკიანი: ყველა ახალი პატიმარი მოწმდება, საეჭვო სიმპტომებიანი კლინიკაში გადაგვყავს

იუსტიციის სამინისტრო

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, მკაცრად კონტროლდებიან ის ახალი პატიმრები, რომლებიც ციხეში შედიან. წულუკიანი ამბობს, რომ მედპერსონალი გაიყვანეს ციხეების გარეთ და პატიმრების ციხეების შენობის გარეთ მოწმდებიან და საეჭვო სიმპტომების შემთხვევაში კლინიკაში გადაჰყავთ. 

საუბარია სამ მიმღებ დაწესებულებაზე, ესენია ქალთა, გლდანის მე-8 და ქუთაისის მე-2 დაწესებულებები. 

წულუკიანი ამბობს, რომ დღემდე მსგავსი საეჭვო 9 შემთხვევა იყო და ყველა მათგანი გაარიდეს ციხის ტერიტორიას და მოთავსებული არიან სამოქალაქო კლინიკებში.

წულუკიანის თქმით, მკაცრად კონტროლდებიან თანამშრომლებიც.

"ნებისმიერი საეჭვო სიმპტომის შემთხვევაში არ დაიშვება პენიტენციურ დაწესებულებაში, რომ იქ მყოფების ინფიცირება ავიცილოთ თავიდან. დღეის მდგომარეობით საპატიმროებში, არც პატიმრებში და არც პერსონალში არცერთი საეჭვო შემთხვევა დაფიქსირებული არ არის.

საქართველოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსი 33 ადამიანს აქვს დადასტურებული. მათგან ერთი, პირველი ინფიცირებული გამოჯანმრთელდა. 

 

 

 

 

კომენტარები