ბილი აილიში

ახალი კორონავირუსის გამო ბილი აილიშის ტური გადაიდო

The New York Times

მსოფლიოში ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო ბევრმა შემსრულებელმა კონცერტი და ტური გადადო.

მუსიკოსების სიას ბილი აილიშიც შეუერთდა, რომელმაც 11 შტატში დაგეგმილი ტური - Where Do We Go? ჯერ-ჯერობით დაუდგენელი ვადით გადადო. კონცერტები 13-28 მარტის ჩათვლით უნდა ჩატარებულიყო. 

"სამწუხაროა იმის გამოცხადება, რომ ბილი აილიშის აშშ-ს ჩრდილოეთ შტატებში დაგეგმილი ტური Where Do We Go Now? გაურკვეველი ვადით გადაიდო. ახალ თარიღებს მალე შეგატყობინებთ. ყველა  გაყიდული ბილეთით სარგებლობა შესაძლებელი იქნება.

ძალიან ვწუხვარ, რომ ამის გაკეთება მოგვიწია, მაგრამ ყველას უსაფრთხოებისთვის თარიღების გადაწევა გვიწევს. შეგატყობინებთ, როდესაც ახალი თარიღები გვეცოდინება. გთხოვთ, თავს მოუფრთხილდით. მიყვარხართ - ბილი" 

 

კომენტარები