ირანში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების 54 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში, ირანში ვირუსით 291 ადამიანი გარდაიცვალა.
გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობაც. ამ დროის მონაცემებით, გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 881 ახალი შემთხვევა. სულ კი ირანში 8,042 ადამიანია კორონავირუსით დაინფიცირებული.
რაც შეეხება საქართველოს, ამ დროის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 15 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის პირობობებში კი 178 ადამიანი იმყოფება.
მსოფლიოში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 4,027-მდე გაიზარდა. გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 114,458 შემთხვევა, აქედან 64,270 ადამიანი გამოჯანმრთელდა.





