ნავთობის ფასი

"OPEC-თან ჩაშლილი ალიანსი რუსეთს დღიურად $150 მილიონი დაუჯდება" - Lukoil-ის თანამფლობელი

რუსული სანავთობო კომპანიის Lukoil-ის თანამფლობელი ლეონიდ ფედუნი, რუსეთსა და ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციას [OPEC] შორის არსებული შეთანხმების ჩაშლას გამოეხმაურა. ფედუნის კომენტარს რუსული გამოცემ THE BELL ავრცელებს.

"ჯერჯერობით მსუბუქ შოკში ვარ", — განაცხადა ლეონიდ ფედუნმა მოქმედი ალიანსის ჩავარდნიდან რამდენიმე საათში. ფედუნის აზრით, ამ ალიანსის ჩაშლის გამო რუსეთი ყოველდღიურად 100-150 მილიონ დოლარს დაკარგავს.

ფედუნის პროგნოზი ნავთობის ფასის 60-იდან 40 დოლარამდე შემცირებას გულისხმობდა, თუმცა სავაჭრო დღის გახნის შემდეგ ნავთობის ფასი თითქმის 30%-ით 31 დოლარამდე შემცირდა, რაც პროგნოზს კიდევ უფრო აუარესებს. 

ამასთანავე, სავაჭრო დღის გახსნამდე რამდენიმე წუთით ადრე მსოფლიოს წამყვანმა საინვესტიციო ბანკმა Goldman&Sachs-სმა განახლებული პროგნოზი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ნავთობის ფასები შესაძლოა 20 დოლარამდე შემცირდეს. 

ლეონიდ ფედუნმა საუდის არაბეთთან არსებული ალიანსის ჩაშლას "უკიდურესად არარაციონალური" გადაწყვეტილება უწოდა. რუსეთსა და საუდის არაბეთს შორის უთანხმოების მიზეზს ნავთობის მოპოვების შემცირების საკითხი წარმოადგენდა. 

საუდის არაბეთის ფასების შესანარჩუნებლად დღე-ღამეში ნავთობის მოპოვების 1,7 მილიონი ბარელით შემცირებას ითხოვდა, წინადადებას არ დათანხმდა რუსეთი. აქედან გამომდინარე, ასევე ვერ შედგა შეთანხმება არსებული ლიმიტების შენარჩუნების თაობაზეც, რომელიც 1 აპრილს იწურება.  

ფედუნის თქმით, რუსეთს შეუძლია მოპოვება დღე-ღამეში 300 ათასი ბარელით გაზარდოს, თუმცა ეს 2-3%-იანი ზრდა იქნება და ეს მოსალოდნელ დანაკარგებს ვერ დააკომპენსირებს.

ნავთობის ფასების შემცირების პარალელურად, მკვეთრად გაუფარდა რუსული ვალუტაც. ამ დროისთვის ერთი დოლარის ღირებულება 75 რუბლია, ხოლო ერთი ევროსი 83 რუბლი.

კომენტარები