ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტი

3-4 მარტს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით სომხეთის პრემიერ, ნიკოლ ფაშინიანი ჩამოვა

რადიო თავისუფლება

საქართველოს, 3-4 მარტს, ოფიციალური ვიზიტით სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა. მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. სომეხ კოლეგას გიორგი გახარია უმასპინძლებს.

გახარია და ფაშინიანი ერთმანეთს როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში შეხვდებიან, შემდეგ კი განცხადებებს გააკეთებენ.

ვიზიტის ფარგლებში ფაშინიანი ასევე შეხვდება სალომე ზურაბიშვილს და არჩილ თალაკვაძეს.

სომხეთის პრემიერმინისტრი, დელეგაციის წევრებთან ერთად გმირთა მოედანზე პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას.

სომხეთის სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში 4 მარტს დასრულდება.

კომენტარები