ირანის ჯანდაცვის მინისტრის ცნობით, ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 54-მდე გაიზარდა, ხოლო ვირუსით ინფიცირებულია 978 ადამიანი.
ჩინეთის შემდეგ, ვირუსით გარდავლილთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ ირანში აღირიცხა.
არაოფიციალური მონაცემებით, არსებობს ეჭვი, რომ ქვეყანაში გარდაცვლილთა და დაავადებულთა რიცხვი აღნიშნულზე ბევრად მეტია.
შაბათს, BBC ირანულ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ირანში ახალი კორონავირუსით, მინიმუმ 210 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ოფიციალური თეირანის მიერ გავრცელებულ რიცხვს ბევრად აღემატება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსის გავრცელების გლობალური რისკი მაღალიდან ძალიან მაღალად დააკვალიფიცირა.
ამ დროის მონაცემებით კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი მსოფლიოში 80 ათასს აღემატება. გარდაიცვალა 2,700-ზე მეტი ადამიანი. დაავადებულთა უმრავლესობა ჩინეთის მოქალაქეა. ჩინეთის გარეთ, კორონავირუსის შემთხვევები კიდევ 40-ზე მეტ ქვეყანაში დადასტურდა. საუბარია სულ 2500 შემთხვევაზე, საიდანაც 34 ლეტალურად დასრულდა. ჩინეთის გარეთ ყველაზე მეტი ინფიცირებული სამხრეთ კორეაში, იტალიაში, ირანსა და იაპონიაში.





