კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე კორონავირუსზე: პანიკისა და განგაშის საფუძველი არ გვაქვს, სიტუაცია კონტროლირებადია

ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, ჯანდაცვის სამინისტროში კორონავირუსთან დაკავშირებით საგანგებო შეხვედრა გამართა. ტიკარაძის თქმით, ქვეყანაში განგაშის საფუძველი არ არსებობს და სიტუაცია კონტროლირებადია.

ტიკარაძის თქმით, მობილიზებულია ბათუმისა და ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოებიც. მინისტრი ამბობს, რომ დედაქალაქში პაციენტების განთავსებისთვის საკმარისი საწოლფონდია.

"მიმდინარეობს მუდმივი მუშაობა იმისათვის, რომ დროულად მოხდეს იმ პირების გადაყვანა კარანტინის რეჟიმიდან თვითიზოლაციაში, ვისაც არ ესაჭიროებათ კარანტინში ყოფნა. მოსახლეობა მინდა დავამშვიდო, ჩვენ არ გვაქვს პანიკის და განგაშის საფუძველი, სიტუაცია არის კონტროლირებადი ყველა უწყება მუშაობს თანმიმდევრულად და ძალიან ეფექტურად“,-თქვა ტიკარაძემ. 

ამ დროისთვის კორონავირუსის ინფექცია დადასტურებული საქართველოს ორ მოქალაქეს აქვს - ერთი 50 წლის კაცია, რომელიც ირანში იმყოფებოდა, ხოლო მეორე - 31 წლის ქალი, რომელიც იტალიაში ჯგუფთან ერთად მოგზაურობდა.

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ლაბორატორიული სინჯი კიდევ რამდენიმე პაციენტს აუღეს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის მესამე შემთხვევაც დადასტურდეს.

კომენტარები