ავტოავარია

სამტრედიის შემოსასვლელთან ავტოავარიას სავარაუდოდ 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

flickr

სამტრედიის შემოსასვლელთან ავტოავარიის შედეგად, სავარაუდოდ, 5 ადამიანი დაიღუპა.

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, ერთმანეთს სატვირთო და მერსედესის ფირმის ავტომანქანა შეეჯახა, თუმცა დაღუპულებთან დაკავშირებით ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია არ აქვთ. 

გამოძიება სისხლის სამართლის 276 მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის ან მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები