ლევან გელბახიანი

ბერლინალეზე ლევან გელბახიანს ევროპის ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო გადასცეს

ლევან გელბახიანს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე 2020 წლის ევროპის ამომავაცი ვარსკვლავის ჯილდო გადასცეს.

21 წლის ქართველ მსახიობთან ერთად, ევროპის ამომავალი ვარსკვლავის ჯილდოები კიდევ 9 მსახიობმა მიიღო.

ლევან გელბახიანი ათეულში "And Then We Danced"-ში შესრულებული როლის გამო მოხვდა.

ეს არ არის მისთვის პირველი წარმატება, რომელიც მას ამ ფილმში შესრულებული როლისთვის ხვდა - მაისში, ამერიკულმა ჟურნალმა W-მ 2019 წლის კანის კინოფესტივალის 15 ვარსკვლავს შორის ისიც დაასახელა. მოგვიანებით, ფრანგულმა გამოცემამ ecrannoir.fr-მ ლევან გელბახიანი ასევე კანის კინოფესტივალის აღმოჩენად დაასახელა. 2019 წლის ნოემბერში კი, გელბახიანი მინსკის კინოს ფესტივალზე საუკეთესო კაც მსახიობად დაასახელეს.

კომენტარები