ირანში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა ინფიცირების 61 შემთხვევა

Reuters

დღევანდელი, 24 თებერვლის მონაცემებით, ირანში ახალი კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 61 შემთხვევა.

ვირუსით დაავადების შემთხვევების უმრავლესობა თეირანთან ახლოს, ქალაქ კომში აღირიცხა.

ახალი კორონავირუსით დაავადების პირველი შემთხვევები გამოვლინდა კუვეიტსა და ბაჰრეინში.

სომხეთმა, აზზერბაიჯანმა, ერაყმა, პაკისტანმა და თურქეთმა ირანთან საზღვარი ჩაკეტა. ავღანეთმა შეაჩერა საჰაერო და საგზაო მიმოსვლა.

საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების ასარიდებლად ირანთან ფრენები გუშინ, 23 თებერვალს შეზღუდა.

ავიაკომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ, ცარიელი თვითმფრინავებით შემოვიდნენ საქართველოს სივრცეში, რათა ტურისტად მყოფმა ირანის მოქალაქეებმა შეძლონ ირანში დაბრუნება.

კომენტარები