გახარია ხოშტარიასთვის აქციებზე: ჩემს სახლთანაც იყო, არ მიფიქრია, ოპოზიციის ორგანიზებულიათქო

საქართველოს მთავრობა

"ჩემს საცხოვრებელ სახლთანაც მომხდარა ხშირად მსგავსი შემოჭრები. არასდროს, აზრად არ მომსვლია, გამეკეთებინა დასკვნა, რომ ეს ოპოზიციის მიერ იყო ორგანიზებული", - ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია, ევროპული საქართველოს ოფისთან "ოცნების" აქტივისტების მიერ დეპუტატ ელენე ხეშტარიას საწინააღმდეგო აქციას.

"ყველა ის შემთხვევა, როდესაც ფიქსირდება სამართლებრივად დანაშაული, არანაირი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, ვინ რომელი პარტიული ძალის წარმომადგენელია. პოლიციამ უნდა იმოქმედოს, იმოქმედებს და დარწმუნებული ვარ, რომ მოქმედებს",-თქვა გახარიამ. 

18 თებერვალს პარლამენტის სესიაზე, სადაც ქართული ოცნება ყოფილი გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის, იმავე თანამდებობაზე დასაბრუნებლად აპირებდა კენჭისყრას, პარლამენტის სპიკერის, არჩილ თალაკვაძის, სიტყვით გამოსვლის დროს ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა სიმბოლურად, საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს

საღამოს ევროპული საქართველოს ოფისთან საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის ერთერთი მონაწილე ამბობდა, რომ მისი მოთხოვნა "ეკა ხოფერიასთვის აქტივობის შეჩერება" იყო.  

ქართული ოცნების აქტივისტები ევროპული საქართველოს დეპუტატს ელენე ხოშტარიას რეატორანში სადილობისასაც შეუცვივდნენ.

ქართული ოცნების დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ, 19 თებერვალს ჟურნალისტებთან საუბრისას დაადასტურა კავშირი პარტიასა და აქციის მონაწილეებს შორის და თქვა, რომ მან პარტიის ახალგაზრდული ფრთის ლიდერის, თბილისის საკრებულოს დეპუტატის, გიორგი ჩაკვეტაძისგან მიიღო შეტყობინება, რომ ის "ვერ აკავებდა ამ გოგო-ბიჭებს". 

კომენტარები