აშშ-ჩინეთი

აშშ ჩინეთს WSJ-ზე: თავისუფალი მედია ფაქტებს აშუქებს და გამოხატავს მოსაზრებებს

მაიკ პომპეო
Getty Image

ჩინეთის მიერ ჩინეთისადმი კრიტიკული სტატიის გამო ცნობილი დასავლური გამოცემის Wall Street Journal-ის სამი ჟურნალისტის გაძევება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ დაგმო და სიტყვის თავისუფლება დაიცვა:

"აშშ გმობს ჩინეთის მიერ Wall Street Journal-ის უცხოელი კორესპონდენტების გაძევებას. ჩამოყალიბებულ, პასუხისმგებლიან ქვეყნებს ესმით, რომ თავისუფალი პრესა ფაქტებს აშუქებს და მოსაზრებებს გამოხატავს. სწორი პასუხია კონტრარგუმენტების წარმოდგენა და არა თავისუფალი სიტყვის აკრძალვა. აშშ იმედოვნებს, რომ ჩინელი ხალხი ამერიკელების მსგავსად ისარგებლებს თავისუფალი სიტყვითა და სწორ ინფორმაციაზე წვდომით".

მას შემდეგ, რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჩინეთს ქმედების საპასუხოდ სიტყვის თავისუფლება დაიცვა, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა კენ შუანგმა განაცხადა, რომ Wall Street Journal-ის წინააღმდეგ ჩინეთს შესაძლოა კიდევ დამატებითი ზომები მიეღო

კენ შუანგმა ისიც თქვა, რომ მედია დაწესებულებებს, რომლებიც რასისტულ დისკრიმინაციას ავრცელებდნენ და ჩინეთს ბოროტად ჩირქს სცხებენ, ფასი უნდა გადაეხადათ

მან კითხვაზე, თუ რატომ გადაწყვიტა იმ ჟურნალისტების გაძევება, რომელთაც სტატიის დაწერაში არანაირი წვლილი  ჰქონდათ, მან თქვა, რომ ის გამოცემის სტრუქტურული დაყოფით არ იყო დაინტერესებული:

"აქ მხოლოდ ერთი მედია სააგენტოა სახელად WSJ და ის უნდა იყოს პასუხისმგებელი იმაზე, რაც თქვა და რაც გააკეთა".

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მაიკ პომპეოს მიერ სიტყვის თავისუფლების დაცვას გამოეხმაურა და იკითხა - "მინდა ბატონ პომპეოს ვკითხო, თუ WSJ-ის ვინმეს შეურაცხყოფის თავისუფლება აქვს, შეურაცხყოფილს აქვს თუ არა ბრძოლის უფლება?"

შეგახსენებთ, რომ 19 თებერვალს ჩინეთის მთავრობამ განაცხადა, რომ Wall Street Journal-ის სამ ჟურნალისტს 3 თებერვალს გამოქვეყნებული სტატიის "ჩინეთი აზიის დაავადებული კაცია" გამო გააძევა.

სტატიის ავტორი უოლტერ რასელ მიდია, რომლმაც ახალ კორონავირუსზე პეკინის რეაგირება გააკრიტიკა და განიხილა თუ რა შედეგი შეიძლება გამოიღოს ეპიდემიამ ქვეყნის ეკონომიკასა და პოლიტიკურ სისტემაზე.

"ჩინეთში ჩინეთის უცხოელ კორესპონდენტთა ჯგუფის კორსეპონდენტები და კოლეგები მაღალჩინოსნებისგან მზრდად შევიწროებას, თვალთვალს და დაშინებას განიცდიან. WSJ-ს ჟურნალისტების გაძევება უკანასკნელი და ყველაზე საგანგაშო ზომაა, რაც მაღალჩინოსნებს მიუღიათ," - ჩინეთის უცხოელ კორესპონდენტთა ჯგუფი.

ჩინეთმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც აშშ-მა 5 ჩინური სახელმწიფო მედია (Xinhua, China Global Television Network, China Radio International, China Daily და People's Daily) ჩინეთის აგენტებად გამოაცხადა.

კომენტარები